გიორგი შერმადინმა რიგაში 16 ქულა ჩააგდო – „ტენერიფე“ ბოლო წამებზე დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ დიდი შანსი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთი ტურით ადრე გაენაღდებინა, თუმცა ლატვიაში „ვეფ რიგასთან“ დამარცხდა (72:77) და ჯგუფიდან გასვლა ბოლო ტურისთვის გადადო. არც გადამწყვეტი შეხვედრა იქნება იოლი – ტენერიფელები საფრანგეთში „შოლეს“ სტუმრობენ (19 დეკემბერს).
რიგელებთან მატჩში შერმადინი ესპანელთა შორის საუკეთესო იყო. 29 წუთში 16 ქულა (8/6 ორქულიანი, 5/4 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა.
17 ქულით მატჩის ბომბარდირი ალექსანდრ მადსენი გახდა.
🏀 @gioshermadini, con 16 puntos y 7 rebotes, ha sido el #MVP de los nuestros en el día de hoy.
💛🖤 #VamosCanarias #TeToca #BasketballCL pic.twitter.com/DvWvsTAo3z
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) December 5, 2023