გიორგი შერმადინმა კანარულ დერბიში 14 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა კანარულ დერბიში 14 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას გუნდებმა ესპანეთის ჩემპიონატში 71-71 ქულა ჩააგდეს. ეს მაჩვენებელი „ბარსელონას“ მოგებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, „ტენერიფეს“ გამარჯვებას კი არ ეყო. „ბარსამ“ სტუმრად „ბილბაოსთან“ 71:66 გაიმარჯვა, ხოლო „ტენერიფე“ შინ „გრან კანარიასთან“ 70:71 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიას ტრავმის გამო არ უთამაშია, გიორგი შერმადინის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 22 წუთი, 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი. მის ანგარიშზე 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმოა.

„ტენერიფეს“, ისევე როგორც „ბარსელონას“ და „ხუვენტუდს“ 8 მოგება და 4 წაგება აქვს და ამ გუნდებთან ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.