გიორგი შერმადინმა ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის „რეალს“ 23 ქულა ჩაუგდო #1TVSPORT
გაიმართა ესპანეთის სუპერთასის ნახევრფინალური მატჩები. ერთ წყვილში „ვალენსიამ“ „უნიკახა“ დაამარცხა (93:87), მეორეში – გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ მადრიდის „რეალის“ ძლევამდე ძალიან ცოტა დააკლდა. 72:71 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.
ტენერიფელები „რეალს“ სამი პერიოდის შემდეგ 60:55-ს უგებდნენ, თუმცა საბოლოოდ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და სუპერთასის ფინალში „რეალი“ გავიდა.
მატჩის ბომბარდირი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 23 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 11-დან 7 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატისთვის მოემზადება, სადაც პირველ მატჩს 4 ოქტომბერს „მანრესას“ წინააღმდეგ გამართავს. ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ 5 ოქტომბერს „ხუვენტუდს“ უმასპინძლებს, ხოლო თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ამავე დღეს – „ვალენსიას“ ეწვევა.