გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მეცამეტე ტურში 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „ბასკონიას“ ესტუმრა. შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და ბასკების გამარჯვებით დასრულდა – 104:100.

შერმადინმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 29 წუთი ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო: 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულას 6 მოხსნა მიამატა. „ტენერიფეს“ ბომბარდირი 27 ქულით ჰაიმე ფერნანდესი გახდა, ხოლო „ბასკონიაში“ 25 ქულა ვანია მარინკოვიჩმა ჩააგდო.

შერმადინის გუნდს 6 მოგება, 7 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 16 დეკემბერს „მანრესასთან“ გამართავს.