გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი „სარაგოსასთან“ მატჩით გახსნა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ გიორგის ყოფილ კლუბ „სარაგოსას“ უმასპინძლა. მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა და სარაგოსელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა – 81:80.
მაშინ, როცა ტენერიფელები გამარჯვების საზეიმოდ ემზადებოდნენ, საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ჯასტინ იავორსკიმ ორქულიანით „სარაგოსას“ ფასეული გამარჯვება მოუტანა.
გიორგი შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 19 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.
„ტენერიფეში“ ყველაზე მეტი, 13 ქულა ჰაპმა ჩააგდო, მატჩის ბომბარდირი კი სარაგოსელი ბელ-ჰეინსი გახდა – 19 ქულა.