გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატი 28 ქულით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „მანრესასთან“ საშინაო მატჩით გახსნა. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 104:93.

საქართველოს ნაკრების ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, 25 წუთი ითამაშა და 28 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიამატა. შერმადინმა 15-დან 10 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

20 ქულა ჰქონდა ტენერიფელ გამთამაშებელ მარსელინიო უერტასს.

კიდევ სამი ქართველი ესპანეთის ჩემპიონატში ხვალ ითამაშებს: თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ვალენსიას“ ესტუმრება, ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ „ხუვენტუდს“ მიიღებს, ხოლო მათე ხატიაშვილის „ბასკონია“ გასვლაზე „სარაგოსას“ ეთამაშება.