გიორგი შერმადინმა ჩემპიონთა ლიგაზე 14 ქულა ჩააგდო - „ტენერიფემ“ „ბნეი ჰერცლიას“ სძლია #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კანარის კუნძულებს ისრაელის „ბნეი ჰერცლია“ ესტუმრა და 85:108 დამარცხდა.
შერმადინმა 16 წუთი ითამაშა და 14 ქულას 6 მოხსნა და 1 პასი მიამატა. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ჰაიმე ფერნანდესი გახდა – 25 ქულა.
ორი მოგებით „ტენერიფე“ D ჯგუფის ლიდერია. მომდევნო თამაშს ესპანეთის ჩემპიონატში 22 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე „მურსია“ იქნება.