გიორგი შერმადინმა ბილბაოში ორმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 29-ე მატჩი გამართა და 21-ე გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები „ბილბაოს“ ესტუმრნენ და 83:60 სძლიეს.
წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი შერმადინმა. მან მატჩი სათადარიგებიდან დაიწყო და 19 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 17 ქულა და 10 მოხსნა.
გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
„ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ორი მოგებით ჩამორჩება მესამეადგილოსან „რეალს“.
Jugar con los ojos cerrados nivel: Lenovo Tenerife @CB1939Canarias 💥
📺 @MovistarPlus #LigaEndesa #ListosParaRomperla pic.twitter.com/yLuwC9kUu9
— Liga Endesa (@ACBCOM) April 26, 2023