გიორგი შერმადინმა „ანდორასთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა და ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში მისივე ყოფილი კლუბი „ანდორა“ დაამარცხა – 96:84.
ამ გამარჯვებაში მთავარი როლი ქართველ ცენტრს მიუძღვის, რომელმაც 31 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 22 ქულა (11-დან 8 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 10 მოხსნა, 4 პასი. მარგი ქმედების კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა. ამ მაჩვენებლებით იგი დამსახურებულად დასახელდა ტურის საუკეთესო კალათბურთელად.
მის გუნდში ორმაგი დუბლი მარსელინიო უერტასმა მიითვალა: 16 ქულა, 11 პასი.
„ტენერიფეს“ 19 მოგება, 5 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე პოზიციაზეა. „რეალიც“ 19 მოგებითაა, თუმცა ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.