გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ევროლიგაზე მესამე თამაში მოიგო
გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ ევროლიგაზე მესამე თამაში მოიგო

საკალათბურთო ევროლიგის მეექვსე ტურში, გამარჯვებას მიაღწია მალაგას „უნიკახამ“. ესპანურმა გუნდმა საკუთარ დარბაზში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ 79-65 დაამარცხა.

გიორგი შერმადინმა შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო, თუმცა კვლავ ცოტა სათამაშო დრო მიიღო. ჟოან პლაზამ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, მხოლოდ 10 წუთი ათამაშა. ამ ხნის გან,ავლობაში, შერმადინის მონაგარმა, 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა.

ცენტრის პოზიციაზე, გიორგის კონკურენტმა, ჯეიმს აუგუსტინმა 22 წუთი დაჰყო მოდეანზე და გუნდს 10 ქულა და 4 მოხსნა შესძინა. მასპინძელთა შორის, საუკეთესო მაჩვენებელი, ნემანია ნედოვიჩს ჰქონდა. სერბმა მოთამაშემ 17 ქულა გააკეთა.

მიმდინარე სეზონში, ეს მალაგელების მესამე გამარჯვება გამოდგა. „უნიკახა“ ამ ეტაპზე, მეათე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, ესპანური გუნდი, კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს