გიორგი შერმადინის „უნიკახა“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა
გიორგი შერმადინის „უნიკახა“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა

საკალათბურთო ევროლიგაზე, მე-8- ტურის შეხვედრაში, გიორგი შერმადინის მალაგას „უნიკახა“ სტუმრად მადრიდის „რეალთან“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 57-89 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო და მოედნზე 15 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში, შერმადინმა: 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

თამაში, თავიდანვე მადრიდელთა სრული უპირატესობით წარიმართა. პაბლო ლასოს გუნდმა, მეტოქეს მიახლოვების შანსიც არ მისცა და საბოლოოდ 32 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

„რეალის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 14 ქულა რუდი ფერნანდესმა მოაგროვა. ლუკა დონჩიჩის ანგარიშზე, 13 ქულა და 10 მოხსნაა.

მადრიდულმა კლუბმა, ამ მოგების შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-3-ე ადგილზე გადაინაცვლა. „უნიკახა“ ამ ეტაპზე მე-9-ე პოზიციას იკავებს.

მალაგელები მომდევნო ტურში, გათამშების ლიდერს, მოსკოვის „ცსკა”-ს უმასპინძლებენ.