გიორგი შერმადინის „უნიკახა“ „ანდორასთან“ დამარცხდა
გიორგი შერმადინის „უნიკახა“ „ანდორასთან“ დამარცხდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი,ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში თავის ყოფილ გუნდს, „ანდორას“ დაუპირისპირდა. მალაგას „უნკახას“ ცენტრმა დღვენადელ შეხვედრაში 21 წუთი ითამაშა და გუნდს 8 ქულა, 8 მოხსნა და 2 შეეგიანი გადაცემა შესძინა.

შერმადინს, ამჯერად ძირითად ხუთეულში არ დაუწყია. ჟოან პლაზამ სასტარტოში ადგილი ჯეიმს აუგსტინს ანდო. ამერიკელმა ცენტრმა 23 წუთში მხოლოდ 4 ქულა და 3 მოხსნა გააკეთა. ანდორელებმა თამაში 66-60 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ „ანდორას“ ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და გუნდს სავარუდოდ მეორე წრიდან შეუერთდება. დღევანდელი მარცხის შემდეგ მალაგას „უნიკახას“ ზედიზედ მესამე წაგება მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილემდე ჩამოქვეითდა. მალაგელები მორიგი ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბადალონას „ხუვენტუდს“ მიიღებენ