გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ობრადარიო“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა #1TVSPORT

21:37, 25.10.2026

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეცხრე მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. შეხვედრა კანარის კუნძულებზე გაიმართა და მეტოქე „ობრადარიო“ იყო. „ტენერიფემ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 106:76.

მეორე პერიოდი შერმადინის თანაგუნდელებმა 29:14 მოიგეს, რის შემდეგაც სტუმრებს თამაშის გადარჩენის შანსი აღარ მისცემიათ.

16 ქულითა და 6 პასით „ტენერიფეს“ ბომბარდირი ჰაიმე ფერნანდესი გახდა. გიორგი შერმადინმა 17 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

კანარელებს 9 ტურის შემდეგ 5 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე არიან. ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს სტუმრად „კორუნიასთან“ ჩაატარებენ.

მსგავსი