გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ევროთასზე მეექვსე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
საკალათბურთო ევროთასზე მეშვიდე მატჩი გამართა და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კანარელები ლიეტუვაში „შიაულიაის“ ესტუმრნენ და 86:71 დაამარცხეს.
ტენერიფეში ბომბარდირობა სამმა კალათბურთელმა გაიყო: შერმადინმა, ტიჯანიმ და ჰანტერმა 13-13 ქულა ჩააგდეს.
გიორგის სრული სტატისტიკა: 20 წუთი, 4 მოხსნა, 1 პასი. ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
ექვსი მოგებით, რვაგუნდიან ჯგუფში „ტენერიფე“ პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს ესპანეთის ჩემპიონატში „ანდორას“ წინააღმდეგ გამართავს.