გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები „უნიკახას“ ესტუმრნენ და 80:75 დაამარცხეს.
ეს იყო ტენერიფელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში. პირველ ტურში მათ შინ „სარაგოსასთან“ 80:81 დათმეს.
„უნიკახასთან“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს გაიმ და უერტასმა პირველმა 18 ქულა ჩააგდო, მეორემ – 17.
გიორგი შერმადინმა 6 წუთი ითამაშა და მატჩი 1 პასით დაასრულა.