გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე „ტენერიფემ“ ჯგუფის მეოთხე მატჩი გამართა და ამჯერადაც გაიმარჯვა. კუნძულელებმა თურქულ „თოფაზს“ უმასპინძლეს და 80:70 სძლიეს.

17-17 ქულით ტენერიფელი როკას გიედრაიტისი და ბრუნო ფიტიპალდო გამოირჩნენ, გიორგი შერმადნმა კი 20 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგის ტყორცნა არ გაუცუდებია – 2-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

4 მოგებით „ტენერიფე“ ჯგუფის ლიდერია. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს 11 დეკემბერს იტალიურ „ტრაპანისთან“ გამართავს, უახლოესი შეხვედრა კი ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიასთან“ ელის – 16 ნოემბერს.