გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში „ვალენსიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

01:12, 13.06.2025

ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში მეორე მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები სტუმრად „ვალენსიასთან“ 74:105 დამარცხდნენ.

ვალენსიელები სერიას 2:0-ს იგებენ და ფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებთ. ნახევარფინალური სერია კანარის კუნძულებზე გაგრძელდება. მესამე მატჩი 14 ივნისს გაიმართება.

რაც შეეხება მეორე მატჩს, შერმადინმა 7 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 მოხსნით დაასრულა. „ვალენსიის“ გამარჯვება უმთავრესად მონტეროს დამსახურებაა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

მსგავსი