გიორგი შერმადინის შვიდი ქულა და „უნიკახას“ მარცხი „ლიგა ენდეზაში“
გიორგი შერმადინის შვიდი ქულა და „უნიკახას“ მარცხი „ლიგა ენდეზაში“

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში გუშინ მე-12-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. სამწუხაროდ „უნიკახა“ დამარცხდა.

მალაგელებმა ტენერიფეში ადგილობრივ გუნდთან დაძაბული მატჩი ანგარიშით 77-81 წააგეს. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა ცენტრმა 12:50 წუთში შვიდი ქულის მოგროვება მოასწრო.

გიორგის უშუალო კონკურენტმა ჯეიმს აუგუსტინმა 15 ქულა და ხუთი მოხსნა გააკეთა. თამაშის ბედი ბოლო ორ წუთში გადაწყდა, სადაც მასპინძლებს უფრო გაუმართლათ. ეს გუნდები სატურნირო ცხრილში მერვე-მეცხრე ადგილებს ინაწილებენ და „პლეი-ოფში“ მოსახვედრად იბრძვიან.

უნიკახა“, „ლიგა ენდეზას“ ეგიდით, მორიგ მატჩს, 30 დეკემბერს ჩაატარებს. ჟოან პლაზას გუნდი ბილბაოს ესტუმრება