გიორგი შერმადინის შვიდი ქულა ბარსელონაში #1TVSPORT
გიორგი შერმადინის შვიდი ქულა ბარსელონაში #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელები „ბარსელონას“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 83:94 დამარცხდნენ.

გუნდები ერთმანეთს თითქოს სამქულიანებში ეჯიბრებოდნენ, პერიმეტრიდან ორივემ მაღალი შედეგიანობით სტყორცნა. ტენერიფელებმა 13 სამიანი ჩააგდეს, მასპინძლებმა – 16. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი.

კანარელთა შორის ყველაზე შედეგიანმა კუკმა 18 ქულა მოაგროვა, ამდენივე ჰქონდა კატალონიელთა სნაიპერს, პარკერს.

გიორგი შერმადინმა 18 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა ჩაიწერა.