გიორგი შერმადინის რეკორდი ესპანეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენია. მან „ლეიდასთან“ მატჩში 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო და 52 რეალიზებული საჯარიმო დაუგროვდა ისე, რომ ბურთი არ აუცილებია.
ქართველი ცენტრი, უკვე ორი თვეა, საჯარიმოებს 100-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნის.
აქამდე ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი ჯო კოპიცკის ეკუთვნოდა, რომელმაც 1988 წელს 42-დან 42 საჯარიმო ჩააგდო.
|
ტური
|
მეტოქე
|
საჯარიმოები
|
|---|---|---|
| 23 | ბილბაო | 4/4 |
| 24 | ანდორა | 6/6 |
| 25 | სარაგოსა | 6/6 |
| 26 | გრანადა | 3/3 |
| 27 | რეალი | 4/4 |
| 28 | ბასკონია | 1/1 |
| 29 | კორუნა | 6/6 |
| 30 | ხირონა | 6/6 |
| 31 | უნიკახა | 7/7 |
| 32 | ლეიდა | 9/9 |