გიორგი შერმადინის კიდევ ერთი ისტორიული შედეგი – 4500 #1TVSPORT

16:53, 27.10.2026

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო – „ობრადარიო“ 106:76 დაამარცხა. ამ მატჩში ქართველმა ცენტრმა 17 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თუმცა საყურადღებო სხვა რიცხვი აღმოჩნდა – 4500.

შერმადინი სწორედ „ობრადარიოსთან“ ასცდა მარგი ქმედების ისტორიულ, მრგვალ ნიშნულს – 4500-ს. ამ მაჩვენებლით ის ყველა დროის საუკეთესო ტენერიფელია. მეორე ადგილზეა მარსელინიო უერტასი – 3799 მქკ.

მსგავსი