გიორგი შერმადინის ეფექტური ორმაგი დუბლი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი გამართა გიორგი შერმადინმა. მან ყოფილი კლუბის, „ანდორას“ წინააღმდეგ 17 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. გიორგის „ტენერიფემ“ კი მეორე ტაიმში გატეხა ანდორელთა წინააღმდეგობა – 93:81.

ტენერიფელებს დაუბრუნდათ გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი (მან წინა ტურის მატჩი გამოტოვა), რომლის გამოჩენამ გუნდზეც დადებითად იმოქმედა და შერმადინის შედეგიანობაზეც. ქართველი ცენტრის სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 17 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტი – 32.

უერტასმა მატჩი 19 ქულითა და 9 პასით დაასრულა.

„ტენერიფეს“ 15 ტურის შემდეგ 13 მოგება აქვს და „რეალის“ შემდეგ მეორე ადგილზეა.