გიორგი შერმადინის ასპროცენტიანი სიზუსტე - „ტენერიფე“ ვალენსიაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ კარგი შანსი ჰქონდა ესპანეთის ჩემპიონატში პირველ პოზიციაზე გადასულიყო. ამისთვის საჭირო იყო სტუმრად „ვალენსიას“ დამარცხება. თუმცა მოიგეს ვალენსიელებმა (96:81) და თავად მოიპოვეს პირველობა. მათ 10 მატჩიდან მერვეში გაიმარჯვეს, „ტენერიფეს“ კი 7 მოგება აქვს და მეოთხე ადგილზეა.
გიორგი შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ასპროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა: 4/4 ორქულიანი, 5/5 საჯარიმო. 21 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
21 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი მარსელინიო უერტასი გახდა.
კუნძულელები მომდევნო მატჩს 15 დეკემბერს „ხუვენტუდთან“ გამართავენ.