გიორგი შერმადინის 22 ქულა და გამარჯვება კანარულ დერბიში [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატში მე-16 მატჩი მოიგო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც კანარულ დერბიში „გრან კანარია“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 93:92.

ამ წარმატებაში ლომის წვლილი გიორგი შერმადინს მიუძღვის. იგი თანაგუნდელებთან, გაისა და უერტასთან ერთად 20-ქულიან ზღვარს ასცდა. გაიმ 24 ქულა ჩააგდო, უერტასმა – 20, ხოლო შერმადინის სტატისტიკა ასეთი იყო:

27 წუთი, 22 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი. მან 7-დან 7 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით კი მატჩში საუკეთესო იყო – 38.

ტენერიფეს“ 16 მოგება, 10 წაგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.