გიორგი შერმადინის 19 ქულა და გამარჯვება „ობრადიოროსთან“ [ვიდეო]
გიორგი შერმადინის 19 ქულა და გამარჯვება „ობრადიოროსთან“ [ვიდეო]

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ACB ლიგის მორიგ ტურში „ობრადიოროს“ ესტუმრა და, მარტივად, ანგარიშით 97:71 სძლია. მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა, დიდ შესვენებაზე ქართველის გუნდი 1 ქულითაც კი მარცხდებოდა, თუმცა შესანიშნავი დაცვის წყალობით მესამე მეოთხედის (23:13) შემდეგ მასპინძლებს შანსი აღარ დაუტოვა.

გიორგი გუნდს 19 ქულითა და 5 მოხსნით დაეხმარა. მან თამაშიდან 10-ჯერ შეუტია საიდანაც ექვსი გამოიყენა, ხოლო საჯარიმოებს რაც შეეხება, აქ 100%-იანი შედეგი დააფიქსირა და 7 მცდელობიდან 7 გამოიყენა. მის თანაგუნდელთაგან გამოსარჩევია მარსელინიო უერტასის თამაში, რომელმაც 22 ქულასთან ერთად, 6 პასიც დააგროვა.

შემდეგ მატჩს „ტენერიფე“ 3 მარტს 21:30-ზე „იგოკეას“ წინააღმდეგ გამართავს, ამჯერად უკვე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით.