გიორგი შერმადინის 17 ქულა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში #1TVSPORT
გიორგი შერმადინის 17 ქულა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში #1TVSPORT

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. სერია ორ მოგებამდეა. პირველი შეხვედრა ტენერიფელებს შინ მოგებული ჰქონდათ და „მანრესას“ მეორედ დამარცხების შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებდნენ, მაგრამ მატჩი „მანრესას“ ორქულიანი გამარჯვებით დასრულდა – 85:83.

ტენერიფეში“ შედეგიანად გაისარჯნენ გამთამაშებლები მარსელინიო უერტასი (17 ქულა, 7 პასი) და ბრუნო ფიტიპალდო (19 ქულა), ხოლო წინა ხაზში გიორგი შერმადინი გამოირჩა: 24 წუთი, 17 ქულა (4/4 ორქულიანი, 10/9 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 18 აპრილს ტენერიფეში ჩატარდება.