გიორგი შერმადინის 14 ქულა „რეალთან“ - „ტენერიფე“ ესპანეთის თასის ფინალში ვერ გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის თასის გათამაშების 1/2-ფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველივე პერიოდში მადრიდელებმა პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით სტყორცნეს, დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ 94:74 გაიმარჯვეს.

ტენერიფელთა ბომბარდირი გიორგი შერმადინი გახდა. მისი სტატისტიკა ასეთ იყო: 15 წუთი, 14 ქულა (6/5 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 2 მოხსნა. მატჩის სნაიპერი „რეალის“ ცენტრი ედი ტავარეში გახდა – 15 ქულა ჩააგდო.

შერმადინი თასის ნახევარფინალის შემდეგ თბილისში გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ჩვენი ეროვნული გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, 27-ში სტუმრად ამავე გუნდთან სკოპიეში ითამაშებს.