გიორგი შერმადინის 14 ქულა კანარულ დერბიში [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის 14 ქულა კანარულ დერბიში [ვიდეო] #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის გუნდებმა მოსამზადებელი ეტაპი აგვისტოში დაიწყეს. საკონტროლო შეხვედრებს კი ახლა მართავენ. გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ კანარულ დერბიში „გრან კანარიასთან“ სტუმრად ამხანაგურად ითამაშა და 82:78 გაიმარჯვა.

წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა შერმადინმა. ის სათადარიგო იყო, თუმცა 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გიორგიმ ქულები უმთავრესად საჯარიმო ტყორცნებით მოაგროვა – 10-დან 8 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა.

მასზე მეტი „ტენერიფეში“ მხოლოდ ხოან სასტრეს ჰქონდა – 15 ქულა.