გიორგი შერმადინის 13 ქულა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე #1TVSPORT
გიორგი შერმადინის 13 ქულა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეხუთე მატჩი გამართა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. კუნძულელებმა ბერძნულ „პერისტერის“ უმასპინძლეს და 86:60 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში საკმაოდ შედეგიანადაც ითამაშა: 13 ქულა, 4 მოხსნა და თითო-თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი მისი შემცვლელი ფრან გერა გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.

„ტენერიფეს“ ხუთი მატჩიდან ოთხი აქვს მოგებული და ჯგუფში პირველ ადგილზეა. შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს ლიეტუვურ „რიტასთან“ 21 დეკემბერს გამართავს.