გიორგი შერმადინის 11 ქულა და გამარჯვება ლატვიელებთან [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ წლევანდელ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა „ვეფ რიგას“ უმასპინძლეს და 76:55 დაამარცხეს.

წარმატებაში თავისი ევლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ცენტრმა: შერმადინმა 18 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 11 ქულა, 5 მოხსნა და თითო დაფარება და პასია. „ტენერიფეში“ საუკეთესო ხაიმე ფერნანდესი იყო – 22 ქულა.

სამი ტურის შემდეგ C ჯგუფში „ტენერიფეს“ „დარუშაფაკასა“ და „შოლეს“ 2-2 მოგება აქვთ და პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ.