გიორგი შერმადინის 10 ქულა „უნიკახასთან“ - „ტენერიფე“ პლეიოფის პირველ მატჩში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში. გიორგი შერმადინის „ტენერიფემმალაგისუნიკახა“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ, გამარჯვება მალაგელებს დარჩათ – 72:59.

საინტერესოა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში „უნიკახა“ წინ იყო და დიდი მონდომების მიუხედავად, „ტენერიფემ“ გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა. სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა კედრიკ პერიმ, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

გიორგი შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 20 წუთი, 10 ქულა (8/4 ორქულიანი, 4/2 საჯარიმო), 2 მოხსნა. მის გუნდში ყველაზე მეტი ბრუნო ფიტიპალდომ ჩააგდო – 13 ქულა.

მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი მალაგაში 1 მაისს გაიმართება.