გიორგი შერმადინი – თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ვფიქრობ, ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში დავუბრუნდე #1TVSPORT

17:41, 15.09.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ორ მატჩს ნოემბერში გამართავს. 26 ნოემბერს საბერძნეთთან სტუმრად ითამაშებს, 29-ში კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.

ამ შეხვედრებში ჩვენს ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან NBA-ს კალათბურთელები გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. საბერძნეთთან პირველი მატჩის წინა დღისით თორნიკე შენგელიას „დუბაი“ ევროლიგაზე ბელგრადის „პარტიზანს“ უმასპინძლებს. დიდი ალბათობით, თორნიკე ათენში ჩავა, თუმცა ენერგიის აღდგენასაც დრო სჭირდება, მით უმეტეს, რომ 29-ში თბილისში მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატამდე ხელის ერთ გაწვდენაზეა, ეს კარგად ესმის გიორგი შერმადინს, რომელსაც ესპანეთში დავუკავშირდით.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ერთხელ უკვე ვითამაშეთ. ასეთ შეჯიბრებაზე მოხვედრა ნებისმიერი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს. იმდენად კარგი გუნდი გვყავს, თუ მსოფლიოზე გავედით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია. თუმცა მანამდე შესარჩევი ეტაპის ოთხი უმნიშვნელოვანესი მატჩია. გული არ მითმენს, ვფიქრობ, თუ შემიძლია, დავეხმარო, ნაკრებს ამ ოთხ შეხვედრაში გვერდში დავუდგე. ცხადია, თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინს გულის პრობლემების გამო მაისის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა აგვისტოში „ტენერიფესთან“ ერთად ვარჯიში განაახლა და ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის ემზადება.

მსგავსი