გიორგი შერმადინი „ლეიდასთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინი „ლეიდასთან“ მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა. კანარის კუნძულელებმა სტუმრად „ლეიდასთან“ ითამაშეს. დასკვნითი პერიოდის წინ მასპინძლები ქულით იგებდნენ. ლეიდა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ქართველი  ცენტრის წინამძღოლობით „ტენერიფემ“ ბოლო პერიოდი 33:20 მოიგო და შეხვედრაც სათავისო შედეგით დაასრულა – 84:72 იმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა 32 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, რითიც თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერს, MVP-ს ტიტული ერგო.

„ტენერიფე“ 25 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, პლეი ოფშიც გასულია, ხოლო მომდევნო ტურში 25 მაისს „ვალენსიას“ უმასპინძლებს.