გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში იანვრის საუკეთესო კალათბურთელია [ვიდეო]

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში მეორედ აღიარეს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად. პირველად მან MVP-ის ჯილდო ოქტომბერში მიიღო, ამჯერად კი იანვრის საუკეთესოდაც დასახელდა.

გიორგის გასულ თვეში მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა: 20.6 ქულა, 5.6 მოხსნა, მარგი ქმედების კოეფიციენტი – 27.

შერმადინის „ტენერიფემ“ იანვარში ხუთიდან სამი მატჩი მოიგო. იანვარში მას საუკეთესო მატჩი „მანრესასთან“ ჰქონდა, რომელშიც 216 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 29 ქულა ჩააგდო (14-დან 10 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო).