გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოავლინა ლიგის ისტორიაში ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშე.
მეოთხე ადგილი „ტენერიფეს“ გიორგი შერმადინს ერგო. პირველია მისი თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი. პუბლიკაციაში ქართველ ცენტრ საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა:
„ჩვენ მას „შერმინატორს“ ვეძახით. დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ გიორგი შერმადინს ეს მეტსახელი დიდად არ მოსწონდა, მაგრამ წლების განმავლობაში იმდენი მეტოქე „გაანადგურა“, რომ სიტყვა „შერმინატორი“ გიორგის ბუნებრივად შეერწყა.
2.16 მეტრის სიმაღლით და ბევრ გამთამაშებელზე რბილი ხელით, შერმადინი ცენტრია, რომელსაც ამ ტურნირზე ოდესმე უთამაშია.
2026 წლის აპრლიში შერმადინი ჩემპიონთა ლიგის (BCL) ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – 1 416 ქულა. უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია, ვინმემ მას გადაასწროს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მარსელინიო უერტასთან შერმადინის პიკ-ენ-როლები. ისინი თითქმის ტელეპათიურად უგებენ ერთმანეთს. ეს წყვილი ტენერიფეში ერთად ჩავიდა (2019 წელს).
შერმადინი სიმბოლურ ხუთეულში ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში მოხვდა: 2020, 2021 და 2022 წლებში. მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა — მეათე სეზონშიც კვლავ ვარსკვლავთა ხუთეულში ვიხილეთ.
იგი ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. რაც შეხება ყველაზე დიდ გუნდურ წარმატებას, მან უერტასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2022 წელს მოიგო“.