გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სამმატჩიან სერიაში დაამარცხა „გალათასარაი“ (2:1). ნახევარფინალში ესპანური გუნდის მეტოქე ლიეტუვური „რიტასი“ იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა საიტმა დაასახელა მეოთხედფინალების სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ცენტრის პოზიციაზე გიორგი შერმადინი მოხვდა.

ხუთეული ასეთია: რიკი რუბიო (ხუვენტუდი, ესპანეთი), ჯერიკ ჰარდინგი (რიტასი, ლიეტუვა), ფრენკ ბერტლი, ჯეიმს ნუნალი (ორივე აეკ, საბერძნეთი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ მეოთხედფინალური სერია დამაჯერებლად ჩაატარა, მესამე, გადამწყვეტ მატჩში კი საოცარი შედეგი უჩვენა: 19 წუთში 20 ქულა, 14 მოხსნა და +35 სარგებლიანობა.