გიორგი შერმადინის „უნიკახა“ „ჟალგირისთან“ ოვერტაიმში დამარცხდა
გიორგი შერმადინის „უნიკახა“ „ჟალგირისთან“ ოვერტაიმში დამარცხდა

დაძაბული და საინტერესო გაოვიდა, მალაგას „უნიკახას“ და კაუნასის „ჟალგირისის“ დაპირისპირება. ესპანეთში ჩატარებული თამაში, სტუმართა ინიციატივით მიმდინარეობდა.

კაუნასელები, ბოლო მეოთხედის წინ, 11 ქულის სხვაობით იგებდნენ. მალაგელებმა ბოლომდე იბრძოლეს და უკანასკნელ წამებზე, რეი მაკოლუმის ზუსტი ორქულიანი ტყორცნით, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს.

დამატებით ხუთწუთიანი მონაკვეთი, თანაბარი გამოდგა და სადაც სტუმრებს უფრო გაუმართლათ. „ჟალგირისს“ გამარჯვება, ედგარას ულანოვასმა უკანასკნელ წამზე მოუტანა. შარუნას იასიკავიჩუსის გუნდმა 85-83 მოიგო.

„უნუკახას“ ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი, სასტარტო ხუთეულში იყო და კვლავ მცირე სათამაშო დრო მიიღო. შერმადინმა 12:52 წუთში, 3 ქულა და 1 მოხსნა გააკეთა. მის გუნდში, 19 ქულით რეი მაკოლუმი გამოირჩა. „ჟალგირისის“ შემადგენლობაში, 21 ქულა კევინ პანგოსმა მიითვალა აქტივში. მომდევნო ტურში, „უნიკახა“ სტუმრად, მადრიდის „რეალს“ შეხვდება