გიორგი შენგელიამ ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
გიორგი შენგელიამ ახალგაზრდებთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ, საარჩევნო შტაბის წევრებთან და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში. ამავდროულად ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე. ჩვენ დღეს, მთელი საქართველო, ამ ადამიანებს ვეუბნებით მადლობას თავისუფლებისთვის, თავგანწირვისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. 1989 წელს 8 წლის ვიყავი და ძალიან ტრაგიკულად მახსოვს ეს მძიმე დღე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შთამომავლობა ჩვენი გმირების ამ ღვაწლს არასდროს დაივიწყებს“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.