გიორგი შენგელია – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამით კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა

11:14, 03.04.2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამით კომენდანტის საათის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ვითარებას აკონტროლებენ სამართალდამცავები, ზედამხედველობისა და სურსათის უვნებლობის სამსახურები და ვითარება გაუმჯობესებულია.

ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებაზე დღეს რეგიონის ოპერატიული შტაბი იმსჯელებს და გადაწყვეტს, დაიხურება თუ არა ბაზრები დროებით.

მსგავსი