გიორგი შარვაშიძე - უნივერსიტეტის იუბილე არ არის მხოლოდ ერთი სასწავლებლის დღესასწაული
გიორგი შარვაშიძე - უნივერსიტეტის იუბილე არ არის მხოლოდ ერთი სასწავლებლის დღესასწაული

ივანე ჯავახიშვილის სახელწიფო უნივერსიტეტი იყო პირველი სასწავლებელი, რომელმაც მთელ პოსტრუსულ იმპერიაში, 100 წლის წინ, სწავლება მშობლიურ ენაზე დაიწყო,  – ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ სასწავლებელს ყავს 300 ათასი კურსდამთავრებული, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეიტინგში მყოფი სახელმწიფო უნივერსიტეტბის  2%-ს შორის არის.

“დღეს სხვანაირი დღეა ჩვენს ბიოგრაფიაში, საქართველოს ცხოვრებაში. თბილისის 100 წლის იუბილე არ არის მხოლოდ ერთი უმაღლესი სასწავლებლის დღესასწაული. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ბევრი რამ შექმნა. უამრავი სტუმარი ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. გვყავს 40 ქვეყნიდან დელეგაცია, ასზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოღვაწეობენ უმაღლეს განათლებაში. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, რომ უფრო მეტად დავახლოვდეთ ჩვენს პარტნიორებთან. დღესვე ხელი მოეწერება ხუთ უნივერსიტეტთან. გაფორმდება მემორანდუმი და დაარსდება ქართველოლოგიური ცენტრები ევროპის ხუთ დედაქალაქში. -“ განაცდა გიორგი შერვაშიძემ