გიორგი შარვაშიძე - ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და სომხეთს, მშვიდობიანი კავკასიის იდეა არის ძალიან საინტერესო, ასევე ქვეყნებს შორის გაიზარდა ვაჭრობა, ტურიზმი
გიორგი შარვაშიძე - ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და სომხეთს, მშვიდობიანი კავკასიის იდეა არის ძალიან საინტერესო, ასევე ქვეყნებს შორის გაიზარდა ვაჭრობა, ტურიზმი

ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, მშვიდობიანი კავკასიის იდეა არის ძალიან საინტერესო, ამ ფორმატში არაერთი შეხვედრა შედგა, მათ შორის პრემიერის თაოსნობით, თბილისში გაიმართა შეხვედრა პრემიერების დონეზე, – ამის შესახებ სომხეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება.

„ძალიან კარგია, რომ ამ ყველაფერში სამოქალაქო საზოგადოებაც არის ჩართული. არის ძალიან ინტენსიური გაცვალა, პოზიტიურად ვითარდება ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა. ერთი რამ არის ფაქტი, რომ გაიზარდა ჩვენი ვაჭრობა, მათ შორის გაიზარდა ტურიზმი, დაახლოებით 700 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი. ასეთივე მაქსიმუმია საქართველოდან სომხეთში, 180 ათასი ტურისტი არის შესული დღემდე. ეს არის პოზიტიური მაჩვენებელი და მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს როლი, როგორც აქტორის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი, კავკასიაში იზრდება და ეს არის პოზიტიური ნიშანი იმისათვის, რომ ხანგრძლივად მშვიდობიანი კავკასია ავაშენოთ“, – განაცხადა შარვაშიძემ.