გიორგი შარვაშიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
გიორგი შარვაშიძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

„ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანია, რათა ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დავუბრუნდეთ. ყველას მოვუწოდებ, გაიკეთოს ვაქცინა. კარგია, რომ ეს ანტივაქსერული მოძრაობა როგორც იქნა გატყდა და უფრო მეტი ადამიანი იცრება. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი სკეპტიკური განწყობებია, ეს სკეპტიციზმი სულ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული. მოვუწოდებ ყველას, გაიკეთოს ვაქცინა, როდესაც ეს ასაკი მოუწევს. ამ ყველაფერს რაც უფრო სწრაფად გავივლით, მით უფრო სწრაფად ჩადგება ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში, აღდგება ეკონომიკა და ქვეყანა“, – განაცხადა შარვაშიძემ.