გიორგი შარაშიძე – სამწუხაროა, რომ ადენაუერის ფონდი საქართველოდან გადის, ეს მოსალოდნელი იყო, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის, სინამდვილეში კი, რუსული კანონი შემოაბრუნა

12:03, 02.10.2026

ადენაუერის ფონდის დახურვა მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, სინამდვილეში, რუსული კანონი შემოაბრუნა, ეს სამწუხარო ფაქტია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის.

„ეს რუსული კანონია იმ მიზნებითა და მოტივაციით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გაუქმებულიყო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის შექმნილიყო უამრავი ხელისშემშლელი ბარიერი.  „ოცნების“ პირობებში ის რეალობა მივიღეთ, როდესაც ქვეყანას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ტოვებენ. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კონრად ადენაუერის ფონდმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითვითაც, 30 სექტემბრიდან თბილისში ოფისი დახურა.

მსგავსი