გიორგი შარაშიძე – არ აქვს მნიშვნელობა, როგორ და რა ფორმით, მაგრამ ყველა გარეთ უნდა იყოს, არავის აქვს უფლება შეწყალებული ხალხის გადაწყვეტილება გააკრიტიკოს

12:43, 24.11.2026

არავის აქვს უფლება შეწყალებული ადამიანების ბულინგი და მათზე წნეხი განახორციელონ, ეს ადამიანები უსამართლო გადაწყვეტილებების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ზოგმა ორი წელი გაატარა საპატიმროში სრულად თუ ზოგმა – არასრულად, მათ ცხოვრების გარკვეული პერიოდი უსამართლოდ გაატარეს ციხეში.

„ყველა გარეთ უნდა იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ პირობებში, იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ და რა ფორმით ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფალი. დანარჩენი, ვინც წნეხს ახორციელებს მათ გადაწყვეტილებაზე, ყველას მოვუწოდებ, არავის აქვს უფლება, ამ ხალხის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის,  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე მოქალაქეს. შეწყალებულთა შორის არიან პირები, რომლებიც საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ბრალდებით  იყვნენ დაკავებული.

მსგავსი