გიორგი შარაბიძე - ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება, ამიტომ, ეს საკითხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ განხილულა
გიორგი შარაბიძე - ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება, ამიტომ, ეს საკითხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ განხილულა

საკითხები იმასთან დაკავშირებით, ვინმეს ვადა შეწყდება თუ არა, არ განხილულა. იმ წევრებს, რომლებსაც თქვენ გულიხსმობთ, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარეს, აქვთ ვადა და ამ ვადის ფარგლებში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად არის.

„აქედან გამომდინარე, ეს საკითხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე არ მსმენია. საკითხები იმასთან დაკავშირებით, ვინმეს ვადა შეწყდება თუ არა, არ განხილულა. ყველა მოქმედ წევრს კანონით გათვალისწინებული ვადა აქვს. არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი ისეთი რამე ისმის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შეიძლება, ბევრი რჩევა გაიგოთ, რაც შეუსრულებელია. ამიტომ, როცა ამ საკითხებზე მშვიდ ვითარებაში მსჯელობაა, სწორი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ცესკო ნებისმიერ საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად არის. ცესკო-ს ელექტრონული ხმის დამთვლელი მანქანების საშუალებით პილოტირება გაკეთებული აქვს 2018-2019 წლებში ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნებისას და დავპირდით, რომ ყველა შედეგს –  იქნება საკანონმდებლო ბაზა თუ ტექნიკური საშუალება, ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფს გაუზიარებს.

რამდენად უსაფრთხოა ასეთი საარჩევნო ტექნოლიგიური სისტემები, არ არსებობს გამოცდილება. ამერიკულ მხარესთან არჩევნების წინ კიბერუსაფრთხოებაზე ვითანამშრომლეთ. ცესკო ყველა მოსაზრებას წარადგენს, რაც ეხება ტექნიკურ საკითხებს – არჩევნებისთვის აღსრულებას. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, ამაზე არ გვექნება ოფიციალური პოზიცია, შეგვიძლია, ექსპერტიზის საშუალებით დავეხმაროთ – როგორია მოწყობა ადმინისტრაციის ან ხმის მიცემის პროცედურები“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.