გიორგი შარაბიძე - ცესკო-ს ადმინისტრაციის შერეული სისტემით დაკომპლექტების წესს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა მთავარია, პოლიტიკური შეთანხმება
გიორგი შარაბიძე - ცესკო-ს ადმინისტრაციის შერეული სისტემით დაკომპლექტების წესს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს, თუმცა მთავარია, პოლიტიკური შეთანხმება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე აცხადებს, რომ ცესკო-ს ადმინისტრაციის შერეული სისტემით დაკომპლექტების წესს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე.

როგორც ჟურნალისტებს შარაბიძემ განუცხადა, ცესკო-ს წევრების ნაწილი აირჩევა პროფესიული ნიშნით, ნაწილი პოლიტიკური პარტიების მიერ.

„საქართველოში მოქმედი მოდელი გამოცდილია, ამ მოდელს აქვს პლუსები და მინუსები, თუმცა მთავარია, პოლიტიკური შეთანხმება და პოლიტიკური ნაწილი. შერეული მოდელი არ არის მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაშია. ამ მოდელის მთავარი ნაწილია ე.წ. „ჩექენ ბალანსის” სისტემა, როცა პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები აბალანსებენ პარტიულ, პოლიტიკური ინტერესების მქონე წევრებს. ამ ბალანსის წყალობით დგება ის პროცესი, რასაც არჩევნები ჰქვია”, – განაცხადა შარაბიძემ.