გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ნიკა გვარამიამ საქმის გარემოებების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებების უმრავლესობაზე განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ნიკა გვარამიამ საქმის გარემოებების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებების უმრავლესობაზე განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები

ნიკა გვარამიას დაესვა უამრავი კითხვა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც მას ჰქონდა სატელევიზიო ეთერში საუბარი და უმრავლესობაზე განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დაკითხვის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ ასევე უარი თქვა, ინფორმაციის წყაროების დასახელებაზე.

„დღეს ფაქტიურად ნიკა გვარამიას მიეცა შესაძლებლობა გამოძიებისთვის მიეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია და ეთანამშრომლა, რაც მან არ გააკეთა. ნიკა გვარამიას დაესვა უამრავი კითხვა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელზეც მას ჰქონდა უშუალოდ ტელეეთერებში საუბარი და უმრავლესობაზე მან განმარტა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები, ხოლო ის შემთხვევები, როდესაც წყაროები აწვდიდნენ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში წყაროების დასახელებაზე განაცხადა უარი. რაც შეეხება ვარაუდებს, ასეთი ვარაუდი იყო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ ეს შესაძლებელია ყოფილიყო ბილანიშვილი და უამრავი ფაქტი იყო კიდევ, რაზეც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო მისი ვარაუდები. ტელეეთერებში გაკეთებული განცხადებების ნაწილში ის მტკიცებით ფორმაში საუბრობდა გარკვეულ გარემოებებზე, თუმცა შემდგომ აცხადებდა, რომ ეს იყო ვარაუდები და ა.შ., შესაბამისად არსებობდა ლეგიტიმური კითხვები. ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლებელია, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გააჩნდეს რაიმე სახის ინფორმაცია დაიკითხება. მე დავუსვი ნიკა გვარამიას კითხვა, რომ გაემხილა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე, თუ იყო სამოხელეო დანაშაული და ა.შ., რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს. მან განმარტა, რომ პირების დასახელებაზე თავს შეიკავებდა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ტელეეთერებზე დაყრდნობით, იმის თაობაზე, რომ ნიკა გვარამია ფლობდა მოცემულ საქმეზე დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე“, – განაცხადა პროკურორმა.