გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდების მხარემ ჯამში 55 მოწმე დაკითხა
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდების მხარემ ჯამში 55 მოწმე დაკითხა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე, ბრალდების მხარემ ჯამში 55 მოწმე დაკითხა. პროკურატურამ ამ ეპიზოდზე მტკიცებულებების გამოკვლევა თითქმის დაასრულა. დარჩენილია ნივთიერი მტკიცებულება, რომელსაც დღეს გამოიკვლევენ. საუბარია იმ ხელკეტზე, რომელიც გამოძიების თქმით, დაკავებულებს ადგილზე ჰქონდათ და რომლითაც გიორგი შაქარაშვილს და მასთან მყოფ პირებს თავს დაესხნენ.

პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, „მოწმეებმა მამხილებელი ჩვენებები მისცეს“.

„გამოკვლეული იყო უამრავი მტკიცებულებები. ბრალდებას ძალიან ცოტა დარჩა და რა თქმა უნდა, გვაქვს გონივრული ეჭვი რომ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ ჯამში 55-ზე მეტი მოწმე დავკითხეთ“, – აღნიშნა პროკურორმა.

დატოვე კომენტარი