გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს
გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ბრალდებულების ადვოკატებმა დაუდასტურეს.

აღნიშნული ცვლილების მიზეზად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეების მცირე რაოდენობა სახელდება, რის გამოც, თითოეულ მათგანს განსახილველად ბევრი საქმე აწერია.

საუბარია გიორგი შაქარაშვილის საქმის იმ ეპიზოდზე, რომელშიც თავდაპირველად 11 ბრალდებული ფიგურირებდა, მას შემდეგ კი, რაც სამმა პირმა ნაფიცი მსაჯულები აირჩია, ამ ეპიზოდზე რვა ბრალდებული დარჩა. მათ ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

პროცესი 22 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული საქმის სამი ეპიზოდიდან ერთადერთია, რომელზეც მედიას დასწრების უფლება აქვს, რადგან ყველა ბრალდებული სრულწლოვანია.