გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოსთვის გადაიდო

19:37, 31.07.2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოსთვის გადაიდო.

ექვსსაათიანი სხდომის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ 5 აგვისტოს გახდება ცნობილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, რომელზეც მხარეებმა დღეს შუამდგომლობები დააყენეს.

ასევე, 5 აგვისტოს ჩაინიშნება საქმის არსებითი განხილვის თარიღი. დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ექვსი არასრულწლოვნის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ და სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია.

მსგავსი